გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაიკლ პომპეო: საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და გლობალური უსაფრთხოების ძალისხმევის მონაწილეა

11-06-2019

საქართველო საერთაშორისო ტურიზმის დანიშნულების ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და გლობალური უსაფრთხოების ძალისხმევის მონაწილეა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებით. 

“საქართველო უძველესი კულტურისა და ამაყი ხალხის სამშობლოა. მისი ისტორია კავკასიის უზარმაზარ მთებსა და შავი ზღვას შორის იწერებოდა. ქვეყნის დედაქალაქის - თბილისის - ცენტრში დრაკონის შემმუსვრელი წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული. ამ სვეტზე გამოსახული ამბავი ქართველი ხალხის სულისკვეთებას გამოხატავს - ერის მამაც და უშიშარ ხასიათს წარმოაჩენს. ამის მომსწრენი გავხდით მას შემდეგ, რაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას მოვაწერეთ ხელი და წელს ამ დოკუმენტის 10 წლის იუბილე აღინიშნება.ჩვენი ერები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ პერიოდში საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის: თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ვაჭრობა და ენერგეტიკა, დემოკრატიის გაძლიერება და კულტურათა დიალოგის შესაძლებლობების შექმნა. მთელი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ საოცარი გამძლეობა გამოიჩინა 2008 წელს რუსეთის მიერ მისი დაპყრობისა და ოკუპაციისას. დღეს საქართველო კვლავ მიიჩნევა საერთაშორისო ტურიზმის დანიშნულების ცენტრად, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად და გლობალური უსაფრთხოების ძალისხმევის მონაწილედ”,- განაცხადა მაიკლ პომპეომ. 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930