გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტიქიამ გორისა და ქარელის სოფლები დააზარალა

13-06-2019

ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ყელქცეული.

წყალმა 50-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები დატბორა.

განადგურებულია ნათესები.

"ღამის ორი საათი იყო. მოვიდა თავსხმა წვიმა, მოაყოლა სეტყვაც, ადიდდა ლიახვის მონადინე არხები. წყალი შემოვიდა ოჯახებში, ასე 50-მდე ოჯახი გაანადგურა, ყველაფერი გააფუჭა"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

პრობლემები იყო ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის 5 სოფელშიც.

"ამ ეტაპზე მიმდინარობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შსს-ს შესაბამისი სამსახურები და მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები. სამუშაოებს ვაგრძლებთ ახლაც. ასევე ქარელის მუნიციპალიტეტშიც დაიტბორა სახოვრებელი სახლები" - განაცხადა სიმონ გულედანმა, შიდა ქართლის რწუნებულის მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930