გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

13-06-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული, აზერბაიჯანის მოქალაქე ი.შ დამნაშავედ ცნო. 

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 24 აპრილს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ი.შ. კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „იოლში“, დანით თავს დაესხა სუპერმარკეტის თანამშრომლებს და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თანხა მოსთხოვა. თავდასხმის დროს ი.შ.-მ პოლიციის თანამშრომლები დაინახა და შემთხვევის ადგილის მიტოვება სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ი.შ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031