გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა Brexit-ის მოწინააღმდეგეებს 140 ათასი დოლარი გადაურიცხა

12-02-2018

ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა Brexit-ის მოწინააღმდეგეებს 140 ათასი დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

ამ შემოწირულობი შესახებ ოფიციალურ განცხადებას სოროსი დღეს გააკეთებს. მანამდე, მან პირობა დადო, რომ 500 000 დოლარზე მეტს გადაურიცხავდა Brexit-ის ოპონენტებს.

"მე სიამოვნებით ვიბრძოლებ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობდა ცილისწამების გამოყენებას და არა ფაქტებს, თავიანთი წარუმატებელი იდეების განვითარებისთვის", - განაცხადა ამერიკელმა ბიზნესმენმა.

თანხა ორგანიზაცია Best for Britain-ის ანგარიშზე დაჯდა. ორგანიზაციას Best for Britain ხელმძღვანელობს ყოფილი მინისტრი ლორდ მელოუ-ბრაუნი და ჯინა მილერი, რომლებმაც ევროკავშირიდან გასვლის ინიციატივა სასამართლოში გაასაჩივრეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის მცირე შემოწირულობებმა ჯამში 413,000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930