გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ბექაური: ევროპელი ექსპერტების კომუნიკაციების კომისიას შეთავაზებულ წინადადებაზე დათანხმდნენ, რაც მაუწყებლების თვითრეგულირებას უფრო ეფექტურს და ქმედითს გახდის

13-06-2019

ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოს ეფექტურობას გაზრდის.


მიუხედავად ევროპელი ექსპერტების კონკრეტული რეკომენდაციისა, რომ სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენა

მთლიანად გადასულიყო თვითრეგულირებიდან რეგულირებაში, კომისიამ ევროკომისიას წინადადებით იმართა , რომ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერების მიზნით, პირველ ეტაპზე კვლავ მაუწყებლებში ყოფილიყო შესაძლებელი აღნიშნული საკითხების დარღვევის განხილვა. ევროპელი ექსპერტების კომუნიკაციების კომისიას შეთავაზებულ წინადადებაზე დათანხმდნენ, რაც მაუწყებლების თვითრეგულირებას უფრო ეფექტურს და ქმედითს გახდის .


„ეს იყო საკითხი, რომელიც ცხარე დისკუსიის საგნად იქცა. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების კომისიის ინიციატივით, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც დაეთანხმნენ, გამოინახა ძალიან კარგი კომპრომისი, ისე რომ ვალდებულებაც შეგვესრულებინა და თან აღნიშნული საკითხი რეგულირებაში მოგვექცია. საქმე ეხებოდა იმას, რომ გაგვეზარდა თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობა, ამ საკითხთან მიმართებაში, დაინტერესებული პირი, რომლის მიმართაც გამოყენებული იქნებოდა სიძულვილის ენა, ანუ დაირღვა კანონი, პროექტი ეხლა ითვალისწინებს იმას, რომ რა თქმა უნდა ეს საკითხი რჩება თვითრეგულირებაში, რასაც ჯერ განიხილავს მაუწყებელის თვითრეგულირების ორგანო და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება ეძლევა დაინტერესებულ პირს კომუნიკაციების კომისიაში, ან სასამართლოში. დღევანდელი კანონის მოქმედი ნორმის მიხედვით, სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვანთა მანვე ზეგავლენა, საჩივრდება მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში, ანუ სადაც დაირღვა აღნიშნული ნორმა. დამრღვევს გამოაქვს გადაწყვეტილება თავად დააშავა თუ არა და შემდგომ კანონის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არსად არ არსებობს“, - აცხადებს კახა ბექაური.


კახა ბექაურის განცხადებით, აღნიშნულ კანონში ცვლილებებზეა დამოკიდებული „შემოქმედებითი ევროპის“ მილიარდ ნახევრიან საგრანტო კონკურსში საქართველოს მონაწილეობა. აღნიშნული კონკურსის 10 კომპონენტში საქართველოს კულტურისა და აუდიო-ვიზუალური სექტორის წარმომადგენლებისთვის მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე ჩაკეტილია.


„ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის და ამ კუთხით ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე მიბმულია საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება, აუდიო ვიზუალური პროდუქციის შექმნის და წარმოების ბაზრის განვითარებისთვის, ისეთი ორგანიზაციიდან, როგორიც არის „შემოქმედებითი ევროპა“. ფონდი დღეს უკვე არის მილიარდ ნახევრიანი გრანტი და საქართველოდან დაინტერესებული პირები ამ პროექტებში ვერ იღებენ მონაწილეობას, რადგან ქართველი მონაწილეებისთვის მონაწილეობის მისაღებად აღნიშნული ვალდებულების შესრულება სჭირდება“, - აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031