გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფონდი "ქართუს" დაფინანსებით წამოწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობა გამოეხმაურა

13-06-2019

ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით გორაბერეჟოულში ერისთავების სასახლისა და ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის რეაბილიტაციას ადგილობრივი მოსახლეობა ეხმიანება

არა მარტო ჩემთვის , მთლიანად სოფლისათვის , ბერეჟოულის და რაიონის მაცხოვრებელთათვის და სრულიად საქართველოსათვის ეს პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის . ამ პროექტის საშუალებით გურიაში მოხდება ერთ-ერთი ლამაზი სოფლის გორა ბერეჟოულის წარმოჩინება,- ასე შეაფასა გურიის მკვიდრმა გურამ ტყეშელაძემ ერისთავის სასახლისა და ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის რეაბილიტაციის დაწყება.

,,აქ ცხოვრობდა ერისთავების უდიდესი გვარი , რომლებმაც უდიდესი მნიშვნელობა შეასრულეს თავის დროს, ადგილობრივი მნიშვნელობის მოსახლეობის წინაშე ისინი იყვნენ ძალიან დადებითი და გამომდინარე აქედან მათ შემოიტანეს კონტინენტის ყველა კუთხიდან მცენარეები, გააშენეს ეს დიდებული პარკი. წინა მთავრობები აქ გვპირდებოდნენ ყველანაირ დახმარებას, რომ აღორძინდებოდა ეს ტერიტორია, მაგრამ სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ შეასრულა ჩვენი ნანატრი ოცნება და დღეს ჩეყარა საფუძველი , დაიწყო ერისთავთა ციხის რეკონსტრუქცია და აქედან დასაბამი ეწყება ამ სოფელში უდიდეს და ლამაზ ინფრასტრუქტურის განვითარებას“,- განაცხადა გურამ ტყეშელაძემ

,, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი ძალიან დადებითად ვაფასებ ამ პროექტს . ეს არის ისტორიული საქმე, ისტორიული მოვლენა .ჩვენ წინაპრებმა დაგვიტოვეს და ახალი თაობა ვალდებული ვართ, რომ ეს ყველაფერი შემოვინახოთ და უფრო განახლებული იერსახით ვიხილოთ“,- აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი ნათია კოტრიკაძე

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031