გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორნელა მუტის პუტინთან ვახშმობის გამო ციხეში უშვებენ

14-06-2019

იტალიელ მსახიობს ორნელა მუტის 2010 წელს ყალბი სამედიცინო ცნობის წარდგენისთვის ექვსი თვით პატიმრობა ემუქრება.

მედიის ინფორმაციით, იტალიის საკასაციო სასამართლომ 2017 წლის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.


საუბარია 2010 წლის დეკემბრის მოვლენებზე, როდესაც მუტიმ თეატრში, სადაც მისი მონაწილეობით სპექტაკლი უნდა გამართულიყო, ყალბი სამედიცინო ცნობა წარადგინა.


იმავე დღეს, მსახიობი სანქტ-პეტერბურგში საქველმოქმედო ვახშამზე შენიშნეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა.


თეატრის ხელმძღვანელობამ სასამართლოს მიმართა და მუტისთვის გადახდილი ჰონორარის უკან დაბრუნება მოითხოვა.


სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მსახიობი პატიმრობას იმ შემთხვევაში გადაურჩება, თუ თეატრს 30 ათას ევროს დაუბრუნებს.


ორნელა მუტიმ ბოდიში უკვე მოიხადა და განმარტა, რომ მაყურებლის წინაშე ლარინგოფარინგიტის გამო ვერ წარსდგებოდა, სანქტ - პეტერბურგში კი, საუბრის აუცილებლობა არ ყოფილა.



https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031