გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მუზეუმებში დამთვალიერებელთა რაოდენობა 10.7%-ით არის გაზრდილი

14-06-2019

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა გაიზარდა, თეატრებში სპექტაკლების რაოდენობა კი შმცირდა.


2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 49 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა. აქედან, 38 ერთეული იყო დრამის, მუსიკალური კომედიის და მინიატურების, 7 თოჯინების, 2 - ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 2 ერთეული წარმოადგენდა ოპერისა და ბალეტის თეატრს.


2018 წელს საქართველოში ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა 4 764 ერთეულით განისაზღვრა, რაც 1.3%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სპექტაკლების 60.2% მოდიოდა ქ. თბილისზე.


2018 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 248 მუზეუმი, საიდანაც 98 ერთეული (39.5%) წარმოადგენდა მემორიალურს, 71 ერთეული (28.6%) იყო ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), ხოლო 2 მათგანი-ლიტერატურული.


2018 წელს მოქმედი მუზეუმების 23.4% (58 ერთეული) ქ. თბილისშია განთავსებული, 14.9% (37 ერთეული) იმერეთის რეგიონში, 13.7% (34 ერთეული) კახეთში. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების განაწილებას რეგიონების მიხედვით.


მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა და 2114.7 ათასი შეადგინა. ამასთან, ერთ მუზეუმზე საშუალოდ 8527 დამთვალიერებელი მოდიოდა. იმავე პერიოდში 7.1%-ით გაიზარდა მუზეუმებში ექსკურსიების, ხოლო 6.5%-ით გაიზარდა გამოფენათა რაოდენობა და 1146 ერთეული შეადგინა.




https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031