გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟურნალი Vogue: საქართველოში მოდა ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, ეს არის დემნა გვასალიას სამშობლო

14-06-2019

„საუკეთესო ქუჩის სტილი თბილისის მოდის კვირეულიდან“ - ამ სათაურით გავლენიანი ჟურნალი „Vogue“ მკითხველს საქართველოს დედაქალაქს აცნობს.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, პოპულარული გამოცემა Vogue-ის ჟურნალისტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს დაესწრო.


„საქართველოს დედაქალაქი ბოლო წლებში წარმატებული დიზაინერების ინკუბატორად იქცა, ადგილობრივი დიზაინერები გამოირჩევიან თამამი, ულტრათანამედროვე ქუჩის სტილით, საქართველოში მოდა ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, ეს არის დემნა გვასალიას სამშობლო“, - წერს Vogue -ის ჟურნალისტი რადიკა სეთი.




https://www.interpressnews.ge/ka/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031