15-06-2019
წელს ბათუმში, ზღვაში დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე, მაშველი დრონი იზრუნებს. საფრენმა აპარატმა სატესტო რეჟიმი წარმატებით გაიარა.
მაშველები დრონის უპირატესობაზე საუბრობენ, კერძოდ, ის ამცირებს სამაშველო ოპერაციის დროს და განსაკუთრებით ეფექტურია შტორმის პირობებში.