გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვაში კარდინალურად შესაცვლელი არაფერია

12-02-2018

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვაში კარდინალურად არაფერი არაა შესაცვლელი. 
ამ განცხადებით სერგეენკომ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის კრიტიკას უპასუხა, რომელიც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამის წარუმატებლობას ეხებოდა. 
„სადაზღვეო კომპანიები ასეთ პროგრამებთან არავითარ კავშირში არ არიან. ეს არის სახელმწიფო პროგრამა. 200 ათასი და 13 ათასი არის უბრალოდ ციფრებით მანიპულირება. ათასობით ადამიანმა შვება მიიღო ამ პროგრამით და როგორც დაავაანონსე ეს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება.
საყოველთაო ჯანდაცვაში კარდინალურად არაფერი არ არის შესაცვლელი, ცალსახად გიდასტურებთ, რომ ესაა სწორი გზა და ეს არაა მხოლოდ ჩემი მოსაზრება. ხოლო ცვლილებები იქნება მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდა, რომელთანაც შეჭიდულია პირველადი ჯანდაცვის განვითარება და ხარისხის კონტროლის ახალი სისტემების იმპლემენტაცია“- განაცხადა სერგეენკომ. 
დღეს სერგეენკოს პარლამენტში მოუსმინეს. მან 2017 წელს განხორციელებულ რეფორმებსა და მიმდინარე წლის გეგმებზე ისაუბრა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930