გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონიზაცია სავალდებულო გახდება

12-02-2018

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა პილოტირების პროცესშია და ის წლის ბოლოს თბილისის კლინიკებისთვის, ხოლო მომავალ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სავალდებულო გახდება. 
ამის შესახებ სერგეენკომ პარლამენტში 2017 წელს განხორციელებულ პროგრამებსა და 2018 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

„ზოგადად, პაციენტის სამედიცინო ისტორია დიდი დოკუმენტია, რომელიც იწყება მისი დაბადებიდან, პირველი ვიზიტებიდან, ვაქცინაციებიდან, რაც კი სერვისი დასჭირვებია ცხოვრებაში და ასევე მისი მონაცემებით, როგორიცაა ალერგია, ამა თუ იმ დაავადებისკენ მიდრეკილება და ა.შ. არსებულ სისტემაში ეს არის ქაღალდზე დატანილი ინფორმაცია, რომლებიც გაფანტულია და იშვითადაა თავმოყრილი. ასევე, პაციენტს ის თან არ დააქვს. როდესაც ის სხვა ქალაქში შეიძლება მოხვდეს ექიმთან, შეიძლება თითონვე დაავიწყდეს, ან უგონო მდგომარეობაში იყოს და ვერ უთხრას. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა ქაღალდის მატარებლის ელიმინაციას ახდენს, და სრულ წვდომას ანიჭებს არა მარტო დოკუმენტაციაზე, არამედ მის კვლევებზე, როგორიცაა, მაგალითად, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და ეს ყველაფერი იქნება მიწვდომადი. ეს დაწყებულია, პილოტირებას გადის 4 კლინიკაში, სრულად გადართვა მოხდება და სავალდებულო გახდება წლის ბოლოს თბილისთვის, ხოლო მომავალი წლიდან მთელი საქართველოსთვის“ - განაცხადა სერგეენკომ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930