17-06-2019
„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ორგანიზატორებმა სამინისტროსგან შემოთავაზება მიიღეს, რომ გააუქმონ ღონისძიება.
„ვერ გეტყვით დეტალებს, უბრალოდ შეხვედრა შედგა. შემოთავაზება მივიღეთ, რომ გაგვეუქმებინა ეს ღონისძიება იმიტომ, რომ ხედავენ რისკებს. დანარჩენ დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ამაზე სახალხო დამცველმაც ისაუბრა და შეგიძლიათ კითხოთ. პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ არ გავქვს გადაწყვეტილება. ვიმსჯელებთ და შემდეგ გაცნობებთ მედიას.“ - განაცხადა გიორგი თაბაგარმა.