გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ახალ მშენებლობებში, ექსპლოატაციაში მიღების გარეშე, კორპუსებში შესახლება არ უნდა მოხდეს

19-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თბილისის მერის ინიციატივას, რომელიც ახალ შენობებში, ექსპლოატაციაში მიღების გარეშე მოსახლეობის შესახლებას კრძალავს მხარს დაუჭერენ. 

"თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას მხარს დავუჭერთ - ახალ მშენებლობებში, ექსპლოატაციაში მიღების გარეშე, კორპუსებში შესახლება არ უნდა მოხდეს. ამავე დროს მზად ვართ განვიხილოთ მისი წინადადება 2019 წლის 16 მაისამდე არსებული იმ სამშენებლო დარღვევების პატიების შესახებ, რომელიც უსაფრთხოებას და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტს არ არღვევს. მომავალში, არსებით სამშენებლო დარღვევებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება მართებულია, ვინაიდან, ასეთი დარღვევები საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უკავშირდება",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031