გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: უსახური და საფრთხის შემცველი მშენებლობები ჩვენს ქალაქში უნდა დასრულდეს

19-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი თბილისის მერის ინიციატივას მხარს უჭერს. 

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დედაქალაქის მერის ახალ ინიციატივას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ უსახური და საფრთხის შემცველი მშენებლობები ჩვენს ქალაქში.

უკანონო მშენებლობების საკითხის დარეგულირებით დავიცავთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რათა მათ იცხოვრონ ჯანსაღ და დაცულ გარემოში.

ჩვენთვის ყველასთვის ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ინვესტიციები განხორციელდეს, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს დედაქალაქის საზიანოდ",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031