გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: არსებობს რისკები, რომელიც შესაძლოა საფრთხე გახდეს მოსახლეობისთვის, ამიტომ ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია

19-06-2019

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება მომავალში არ უნდა შენარჩუნდეს ნორმად, ამიტომ კახა კალაძის ინიციატივას მხარდაჭერა ექნება.

"არსებობს რისკები, რომელიც შესაძლოა საფრთხე გახდეს მოსახლეობისთვის, ამიტომ ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია. 
იქნება ეს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა თუ მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული, მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა, უნდა არსებობდეს მათზე რეაგირების მექანიზმები, რომ დაცული იქნას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთოება. ეს პრინციპული საკითხია",- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტს სჭირდება სათანადო მექანიზმები სამშენებლო დარღვევების აღსაკვეთად და უკანონო მშენებლობებთან მიმართებით ეფექტური პოლიტიკის განსახორციელებლად

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031