გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომში ქვეითებს მანქანა დაეჯახათ

19-06-2019

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე სამ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა.


შემთხვევა ე.წ. "მარადიულ ცეცხლთან" მოხდა.


სამივე დაშავებული ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ 67 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა. 10 და 7 წლის ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.


„ერთს ბავშვს ტვინის შერყევა აქვს და სტაციონარში მოვათავსეთ, მეორე კარგადაა და გაეწერება. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ, პოლიტრავმა აქვს, საკმაოდ მძიმეა მდგომარეობა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვება, გადავიყვანთ თუ არა თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში“, - განაცხადა დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.


შსს-მ გამოძიება სისლხის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.



https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031