გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველმა მოჭიდავემ ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა

19-06-2019

იტალიაში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპონატზე მათე გოქაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.


ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი საიდ მუსაევი პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით, 8:0 დაამარცხა და იტალიაში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.


შეჯიბრის პირველ ფინალურ დღეს კიდევ ერთი მედალი დიმიტრი ხაჩიძემ მოიპოვა.


51 კგ-ში მოასპარეზე ქართველმა მესამე საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელი სტრილჩუკი 5:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


19 ივნისს ჩემპიონობისთვის დათა ჩხაიძე (71 კგ) იბრძოლებს, რომელმაც ნახევარფინალში აშკარა უპირატესობით 9:0 დაამარცხა შვედი ბორკენჰაგენი.


ქართველი გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდოველ გუტუს დაუპირისპირდება.



https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031