გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტრამპი კენჭს მეორე ვადით იყრის

19-06-2019

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.


აშშ-ის პრეზიდენტმა მომხრეების წინაშე ფრლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში გამოვიდა.


მის გამოსვლას პირველი ლედი მელანია ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლაში ლიბერალური მედია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტები, რომლებიც „ფეიკ ამბებს“ წერენ ახლაც იტყვიან, რომ სტადიონი ცარიელი იყო.


ტრამპმა აღნიშნა, რომ „გააგრძელებს ამერიკისგან დიდი ქვეყნის მშენებლობას და მის სიდიადეს შეინარჩუნებს. სწორედ ამიტომ დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ ოფიციალურად ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე კვლავ ვიყრი კენჭს და კამპანიას ვიწყებ. გპირდებით, რომ არასდროს, არასდროს გიღალატებთ“.


CNN-ის დაკვეთით SSRS-ის ახალი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობა ფიქრობს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს სწორედ ტრამპი მოიგებს.


გამოკითხულთა 54% ფიქრობს, რომ ახალი პრეზიდენტი კვლავ ტრამპი გახდება, საწინააღმდეგოს 41% მიიჩნევს.


თუმცა, 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 51% აცხადებდა, რომ ტრამპი მეორე ვადით გაპრეზიდენტებას ვერ შეძლებს.


რაც შეეხება განწყობებს ტრამპის პოპულარობის მიზეზად ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა სახელდება(26%), ხოლო უარყოფით განწყობას ამერიკელებში იწვევს სიცრუე(13%) და ტრამპის რასიზმი (11%).


ამასთან, აღსანიშნავია, რომ 18 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ფლობს განსხვავებული გამოკითხვის შედეგს, რომლის მიხედვით, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენის რეიტინგი ტრამპის მაჩვენებელს 11% აღემატება.



https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031