20-06-2019
ღონისძიების ორგანიზატორებმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულის დაწყების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნეს.
მათი თქმით, ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.
"თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. "კავკასიური მეტამორფოზა" წარმატებით და ექსცესების გარეშე დასრულდა.
არსებული რისკების მიუხედავად, ღონისძიებას ასზე მეტი ადამიანი დაესწრო. მადლობა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, მამაცო ადამიანებო! ერთად ჩვენ შევცვლით! "- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ვიდეო ახლავს.
ღონისძიებები დახურულ სივრცეში იმართება.