გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შესაძლებელია

20-06-2019

დღეიდან საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა იქნება შესაძლებელი. 


გამოცდების ეროვნული ცენტრი ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

დეტალური ინსტრუქცია: 

აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის. 

პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) იყენებს ღილაკს - "დაბეჭდეთ ბარათი".

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

აპლიკანტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ ზოგიერთ ქალაქში რამდენიმე საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ტესტირება კი ყველა საგამოცდო ცენტრში ზუსტად ერთსა და იმავე დროს იწყება. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, აპლიკანტი ყურადღებით გაეცნოს საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, თუ როდის და კონკრეტულად რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს რეგისტრაციაზე. 

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია დღეიდან ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930