20-06-2019
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის მიერ პარლამენტის თავჯდომარის სკამის დაკავებამ პარლამენტარების ნაწილში დიდი პროტესტი გამოიწვია.
ამ თემას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
”მიუღებელია რაც ეხლა ხდება საქართველოს პარლამენტში. ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წევრი - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არის საზარელი და არ მართლდება არანაირი რაციონალური არგუმენტებით, რომ მტერსაც უნდა ელაპარაკო! როგორც უმრავლესობის წევრი ძალიან ვწუხვარ რომ ეს დავუშვით, ვგრძნობ ჩემ წილ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას“, - წერს აკაკი ზოიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.