გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაქარია ქუცნაშვილი: ბოდიშს ვუხდი ყველა დელეგატს, რომელიც აქ იმყოფება სხვადასხვა ქვეყნიდან

20-06-2019

ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, ჯობდა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომისთვის სხვა ადგილი შეერჩიათ. ამის შესახებ ქუცნაშვილმა პარლამენტში განაცხადა და ბოდიში მოუხადა ასამბლეის სტუმრებს.

"დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარად ჩანს, რომ ჯობდა, ამ სხდომისთვის სხვა ადგილი შერჩეულიყო, შესაბამისად, არ იყო კარგად გათვლილი. ალბათ, ჩვენი ბრალია, რომ ეს რისკი ვერ გავთვალეთ ბოლომდე, იმ ჯგუფმა, ვინც ვიყავით საორგანიზაციო საქმეებში ჩართულნი. ამიტომ, ბოდიშს ვუხდი ყველა დელეგატს, რომელიც აქ იმყოფება სხვადასხვა ქვეყნიდან. ასამბლეა სხვა ადგილას გააგრძელებს მუშაობას" - თქვა ქუცნაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930