20-06-2019
"რაც „შეეხება პასუხისმგებლობას, აქ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გაირკვეს იმის მიხედვით, თუ სად, რა დოზით გაიპარა ხარვეზი. ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა"-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"მე აქ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ადამიანს პარლამენტის მხარეს ჰქონდა შეგნებულად გააზრებული ასეთი რამ. პირიქით, მთელი მოლაპარაკებები წარიმართდებოდა და საკმაოდ რთული მოლაპარაკებები წარიმართებოდა, ესეც მინდა აღვნიშნო, ბერძენ კოლეგებთან, სამდივნოს წარმომადგენლებთან თითოეულ დეტალთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ მოდერაციის საკითხზე. არ იყო ეს მარტივი საკითხი. მუდმივად იყო განსხვავებული მოთხოვნები. შესაბამისად, მე აქ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, ნებსით მოქმედებას, თუმცა თუ სადმე იყო მიკრომენეჯმენტში ხარვეზი გაპარული, ამას დასჭირდება, დამატებით, რა თქმა უნდა, გარჩევა და ამის საშუალება მექნება მე, როგორც კი დავბრუნდები საქართველოში და ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს თუ სად გადის პასუხისმგებლობის ზღვარი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
მანვე კომენტარი გაუკეთა ნიკა მელიას განცხადებას: " ნიკა მელია თუ რაიმე ისეთს განიზრახავს, რაც არ უნდა განიზრახო და რაც არ ჯდება კანონის ჩარჩოებში, მაშინვე მიიღებს მყისიერ პასუხს"-განაცხადა კობახიძემ.