გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: „ნაცმოძრაობა“ 7 წლის განმავლობაში ცდილობდა საზოგადოებაში დისონანსის და არასტაბილურობის განცდის შემოტანას, რაც არ გამოსდიოდა და არც არასოდეს გამოუვა

21-06-2019

ის, რაც დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ვიხილეთ, სრულიად მიუღებელია ერისთვის, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის –თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იყო მიუღებელი სურათი, რამაც გულწრფელი პროტესტი გამოიწვია.

„ეს იყო განსაკუთრებით მიუღებელი სურათი, რომელმაც თითოეულ ქართველში გამოიწვია ნეგატიური ემოცია, რაც უნდა გამოეწვია და მე ვარ სოლიდარული ჩვენი საზოგადოების ყველაწევრთან. თავდაპირველად პროცესები მშვიდობიანი პროტესტის ფორმით დაიწყო. საქართველოში ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს უფლება, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი. ეს იყო გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი. მაგრამ ბოლო ორი საათის განმავლობაში რასაც თვალს ვადევნებთ, ეს არის ძალადობა, მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველო გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც ამ ქვეყანაში შეიქმნა და უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას. მთელი 7 წლის განმავლობაში ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“, შემოეტანა დისონანსი, არასტაბილურობის განცდა ჩვენს საზოგადოებაში და მას ეს არ გამოსდიოდა და არც არასოდეს გამოუვა“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031