გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ასათიანი: ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისაგან ვითხოვთ არ დაუშვან პოლიციელთა ხელყოფა

21-06-2019

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ასათიანი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტი! პატივი ვცეთ ქართულ სახელმწიფოს! ქართულ პოლიციაზე შეტევა არის კანონის ჩარჩოდან გასვლა!!! ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისაგან ვითხოვთ არ დაუშვან პოლიციელთა ხელყოფა!!! მოვუფრთხილდეთ ქვეყანას“, - წერს დავით ასათიანი.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გახსნა. ის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. ფაქტს პროტესტი მოჰყვა, შედეგად კი საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა შეწყდა.

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031