გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო ვერძეული: პოლიტიკურ ველს სამუდამოდ უნდა მოშორდეს ყველა, ვინც ამ უბედურებისთვის გაიმეტა ეს ქვეყანა

21-06-2019

პოლიტიკურ ველს სამუდამოდ უნდა მოშორდეს ყველა, ვინც ამ უბედურებისთვის გაიმეტა ეს ქვეყანა - ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი სოფო ვერძეული სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები დამღუპველია.


„დამღუპველია, რაც ახლა რუსთაველზე ხდება. პოლიტიკურ ველს სამუდამოდ უნდა მოშორდეს ყველა, ვინც ამ უბედურებისთვის გაიმეტა ეს ქვეყანა, გაბრაზებული ხალხის ენერგია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა და აზრი დაუკარგა დღევანდელ პროტესტს.


„გადაგორების” სტრატეგიით ხელისუფლებამ ისევ ღრმა კრიზისი შექმნა და საბოლოოდ ისევ ხალხი და პოლიცია დააყენა ერთმანეთის პირისპირ.


მძიმე ღამეა. პოლიციამ არ უნდა დაუშვას არაპროპორციული ძალის გამოყენება არც ადგილზე და არც დაკავებულების მიმართ. ხალხს უნდა მიეცეს ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება“, – აცხადებს სოფო ვერძეული.


პარლამენტის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები აქციის დაშალას ცდილობენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორია დატოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031