გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

21-06-2019

თბილისის ცენტრში გამართულ აქციას მსოფლიო მედია სტატიებს უძღვნის. BBC წერს,რომ მასობრივი პროტესტი რუსი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში გამოჩენას მოჰყვა.  

ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი სერგეი გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას ესწრებოდა.

დაძაბულობამ კი მაშინ იმატა, როდესაც მან პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა. 

ფრანგული მედია იტყობინება, რომ ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით 10 000 ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ კი აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცა. 

Reuters-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის სიტყვები მოჰყავს, რომელმაც დღეს თქვა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ქმედებებით, რის გამოც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობა ჩაიშალა. ამერიკულმა მედიამ პარლამენტთან განვითრებული მოვლენები Facebook-ზე პირდაპირ ეთერში გადასცა. 

პარლამენტთან ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. 

მანამდე ევროკავშირის წარმომადგენლობამ მხარეებს მოუწოდა, ყველა შემთხვევაში კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ. განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომაც. 

მიმართვა გაავრცელა ომბუდსმენმაც. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადებას საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. 


„ქართული ოცნების“ შეფასებით, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებმა ანტიკონსტიტუციური ხასიათი შეიძინა.


ერი, რომელიც იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის, განსაკუთრებით მიუღებელი იყო მისთვის ის, რაც დღეს მოხდა. ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები, თუმცა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს უკვე ძალადობა უწოდა


შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და თავდასხმას პოლიციაზე შესაბამისი შეფასება მოჰყვება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.


გახარიას თქმით, როგორც კი ამის საჭიროება იქნება, მაშინვე გადადგება. 


პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას არ აპირებს. ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ თითოეული ღონისძიების მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი.


საქართველოს პარლამენტთან აქცია დღეს დილით პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, როდესაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.   


სხდომა ოპოზიციის ხმაურის ფონზე ჩაიშალა. საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. მმართველი გუნდის ოპონენტები ასევე ითხოვენ შს მინისტრის გადადგომას. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა.

 

 

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031