გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სერგეი გავრილოვი - ქართულმა მხარემ შემომთავაზა პარლამენტის სპიკერატში დამეკავებინა ადგილი, სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს

21-06-2019

საქართველოს პარლამენტი ორი წელი გვთავაზობდა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას და როგორც იქნა, ჩვენ ჩავედით, - ამის შესახებ ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან“ სერგეი გავრილოვმა თბილისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას რუსულ „კომერსანტს“ განუცხადა.


მისივე თქმით, ქართული მხარისგან მათ მიიღეს წერილობითი გარანტიები ასამბლეის ყველა მონაწილის უსაფრთხოებაზე.


„ასამბლეის გახსნაზე ჩვენ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს სტუმართმოყვარეობისთვის და ღონისძიების კარგი ორგანიზებისთვის. 20 ივნისს კი მიგვიწვიეს პარლამენტის შენობაში. ქართულმა მხარემ შემომთავაზა პრეზიდიუმში დამეკავებინა ადგილი. სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს“,- განაცხადა გავრილოვმა.


შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გავრილოვმა საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა.


სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო გუშინ დატოვეს.



https://www.interpressnews.ge/ka/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930