21-06-2019
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 16 ადამიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, მათთან შეყვანილი პაციენტებიდან 4 გაწერეს.
დამატებით კომენტარს კლინიკაში არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის ჟურნალისტებმა პრესსამსახურს მოგვიანებით უნდა მიმართონ.
https://www.interpressnews.ge/ka/