გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ენერგო-პრო ჯორჯია“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ წუხელ, ზუგდიდს ელექტროენერგია შეზღუდვით სპეციალურად მიეწოდებოდა

21-06-2019

„ენერგო-პრო ჯორჯია“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ წუხელ, ზუგდიდს ელექტროენერგია შეზღუდვით სპეციალურად მიეწოდებოდა.


“20 ივნისს საღამოს, ზუგდიდში და სამეგრელოს სხვა რაიონებში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, რომლებიც დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. შედეგად, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა ქალაქ ზუგდიდის ნაწილს და მიმდებარე სოფლებს”, – ამის შესახებ  „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ.


მათივე განცხდადებით, დაზიანების წუთიდან, ენერგო-პრო ჯორჯიას ტენიკურმა სამსახურმა დაიწყო აღდგენითი სამუშაოების წარმოება. პროცესში ჩართული იყო საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურიც.


სარეაბილიტაციო სამუშაოების ოპერატიულად წარმოებას ხელს უშლიდა მოგლეჯილი და ჩახერგილი ხეები, თუმცა აბონენტების ნაწილისთვის მალევე მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.


„დაზიანებების სირთულის და ღამით სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების არარსებობის გამო, აღდგენითი სამუშაოების წარმოება დღეს დილითვე განახლდა და დღის პირველ ნახევარში ყველა აბონენტს მიეწოდება ელექტროენერგია“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



https://www.interpressnews.ge/ka/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930