21-06-2019
ამ წუთებში პოლიტიკური გაერთიანება ,, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის ლიდერები იკრიბებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერები.
ისინი მედიასთან ამ დროისათვის კომენტარს არ აკეთებენ.