21-06-2019
რუსი დეპუტატიკ, ვლადიმერ ჯაბაროვი, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ სასურველია, რუსმა ტურისტებმა საქართველოში ჩასვლისგან თავი იქამდე შეიკავონ, ვიდრე ქვეყანაში სიტუაცია არ დასტაბილურდება - ინფორმაციას რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ჯაბაროვის თქმით, საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჯობს, რომ ტურისტებმა უბრალოდ არ გარისკონ.
https://www.interpressnews.ge/