21-06-2019
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოაგილე, ზაზა ბოხუა გუშინდელი ღამის მოვლენების შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით გუშინ ღამით 240-მა პაციენტი გადაიყვანეს საავადმყოფოებში. დღეს კი 102 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.
”მთლიანად სტაციონარებში 240 პაციენტი იყო მიყვანილი. 80 პოლიციელი იყო. ახლა მიმდინარეობს 2 ოპერაცია, მათგან ერთი სტაბილურად მძიმეა. ამჟამად სტაციონარში რჩება 102 ადამიანი. უმრავლეს შემთხვევაში იყო დაჟეჟილობები, ორ შემთხვვაში კი თვალის ტრავმა. გაზის ინტოქსიკაციით გამოკვეთილი შემთხვევები არ გვქონია“ - განაცხადა ზაზა ბოხუამ.
აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა წუხელ პარლამენტის შენობაში ძალით შეჭრა სცადა და ამ მიზნით ისინი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ძალოვნებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, აგრეთვე წყლის ჭავლი გამოიყენა.
არიან დაშავებულები როგორ საპროტესტო აქციის მონაწილეების, ასევე ძალოვნების მხრიდან.