21-06-2019
საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტებს წყვეტენ.
ირაკლი კობახიძე 20 ივნისს აზერბაიჯანში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა, სალომე ზურაბიშვილი კი ბელარუსში გაემგზავრა, სადაც ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას უნდა დასწრებოდა.