გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტს ტოვებს - დეპუტატმა მანდატის დათმობა გადაწყვიტა

21-06-2019

"მზად ვარ, დავტოვო დეპუტატის მანდატი", - ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.


"მჯერა, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა ეროვნული ინტერესების დასაცავად.


მთელმა მსოფლიომ ნახა ის, რასაც მე მათ აკადემიური ფორმით ვეუბნებოდი რომისა და ათენის ასამბლეებზე.


მიზანი მიღწეულია - საქართველომ გაიმარჯვა. გააგებინა მსოფლიოს, რომ ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით.


მე გუშინ საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე, რომ რუსეთის ასამბლეაში მონაწილეობამ გაღიზიანება გამოიწვია", - აღნიშნა ქუცნაშვილმა მედიასთან საუბრისას.


მისივე თქმით, ყველა პოლიტიკოსი ვალდებულია, პასუხისმგებლობის ტვირთით იცხოვროს.


"ჩემთვის არაფრად ღირს დეპუტატის მანდატი, თუნდაც საზოგადოების გაღიზიანების სანაცვლოდ. ვაცნობიერებ გაღიზიანების მიზეზს და როგორც ადამიანი, როგორც კაცი ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და მე დავრჩე თანამდებობაზე.


თუმცა მე თანამდებობა არ მაქვს, ერთადერთი, რაც მაქვს, არის დეპუტატის თავისუფალი მანდატი და ვაცხადებ, რომ მზად ვარ, დავტოვო პარლამენტი", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა და საკუთარ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930