გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს

21-06-2019

პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.


სპიკერის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი 14 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს.


რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რეგლამენტით პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე.

პარლამენტის თამვჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა "ქართულ ოცნებაში" გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ დატოვა.


როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტსზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება.





https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930