გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"Tbilisi Open Air” გაიხსნა - ორგანიზატორების განცხადება

22-06-2019

„მუსიკა ათავისუფლებს“ - ამ სლოგანით უკვე მე-10 წელია თბილისში მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი “Tbilisi Open Air” ტარდება.

გუშინ ფესტივალის ორგანიზატორებმა “Tbilisi Open Air” გახსნილად გამოაცხადეს და მწუხარება გამოთქვეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაყენებს საფესტივალო განწყობაზე, ძალიან ვწუხვართ და ვბრაზობთ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო.

Tbilisi Open Air არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის სივრცე, რომელშიც თავისუფლების, როგორც ყველაზე დიდი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები იყრიან თავს, უკვე მეათე წელია.

ამ დროისთვის უკვე ასეულობით არტისტი და სტუმარია ჩამოსული, საფესტივალო ქალაქი გაშენებულია და ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს აქედან.

Tbilisi Open Air 2019 იწყება, ვგმობთ ძალადობას და ვაღიარებთ მხოლოდ ერთადერთ ღირებულებას - თავისუფლებას! " - წერია განცხადებაში.

მუსიკალურ ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს ჩატარდება.

“Tbilisi Open Air“ დასწრების მსურველებს 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით უფასო ავტობუსები მოემსახურებიან. 

ავტობუსები 14:00 საათიდან 03:00-საათამდე მეტროსადგურ „დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930