22-06-2019
რუსთაველზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები გიგი უგულავას დაუპირისპირდნენ, რომელიც პირდაპირ ეთერში უნდა ჩართულიყო.
დემონსტრანტებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოთლები ესროლეს და „წადის“ სკანდირებდნენ.
მანამდე აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის უფლება გრიგოლ ვაშაძეს არ მისცეს.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია გუშინ საღამოს განახლდა. პროტესტის მონაწილეები შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ.