22-06-2019
ეკონომიკის ექსპერტი, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე პუტინის მიერ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის დროებით აკრძალავას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რთული ზაფხული გველის.
"ქართულ ეკონომიკას გამოწვევები არ ელევა... დაიწყეს ტურიზმით გააგრძელებენ დანარჩენით.
წილი ექსპორტში 2018 წელს - 15% - იგივე 437 მილიონი $, აქვე შედის ქართული ღვინის ექსპორტის 60%... ათეულობით თუ არა ასეულობით ათასი პირდაპირ და ირიბად დასაქმებული ადამიანი...
ტურიზმში - 1.4 მილიონი ვიზიტორი - უხეშად 1 მილიარდი $, წინ ზაფხულის ტურისტული სეზონია...
წილი ფულად გზავნილებში - 1/3 - თითქმის 500 მილიონი $... საიდანაც მინიმუმ 100 ათასი ადამიანი იღებს თავის 500-1000 დოლარიან ფულად გზავნილს ყოველთვე...
პროვოკაციების შესაძლებლობა ყველა მიმართულებით...
იმედია გადავლახავთ, მაგრამ იგივე ალბათობით რთული ზაფხული გველის... " - ვკითხულობთ ვახტანგ ჭარაიას "ფეისბუქ" პოსტში.