გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ოქრუაშვილი: როდესაც მოსამართლე გადაწყვეტს კონკრეტულ დროს, მე სასამართლოში გამოვცხადდები და ჩვენებას მივცემ

22-06-2019

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული, რაზეც პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი უარს არ ამბობს, თუმცა მხოლოდ მაგისტრ მოსმართლესთან ერთად.

პოლიტიკოსისთვის უცნობია, ზუსტად რა საქმეზეა ის დაბარებული.

"კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ დაუსახელებიათ. ჩემთვის უცნობია რა საქმეზე. იმავდროულად შევატყობინე, ოფიციალურად წერილი გავუგზავნე, რომ თანახმა ვარ გამოვცხადდეთ გამოკითხვაზე მხოლოდ და მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან და მე ეს უფლება გამაჩნია. მას შემდეგ, რაც მოსამართლე გადაწყვეტს კონკრეტულ დროს, მე სასამართლოში გამოვცხადდები და, ბუნებრივია, ჩვენებას მივცემ" - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

კითხვაზე, ელოდება თუ არა დაკავებას, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ გამორიცხული არაფერია.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, ნიკა მელია და გიგი უგულავაც არიან დაბარებული.

თუმცდა, გიგი უგულვა მისვლაზე უარს აცხადებს.

"რაზეც ვარ დაბარებული, იმაზე მე მისვლას არ ვაპირებ, ერთადერთი პირობით მივალ, თუ გახარიაც მივა ანალოგიურად" - ამბობს უგულავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930