22-06-2019
რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდიარეობისას დაკავებულთა სასამართლო პროცესი დილამდე მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესს აკვირდებოდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომლის განცხადებითაც სასამართლო პროცეზებზე იყო ხარვეზები.
"დღის პირველ ნახევარში, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, ძირითადად ეფარდებოდათ პირებს პატიმრობა ადმინისტრაციული სანქციის სახით და ხარვეზები გამოიკვეთა პროცესის მიმდინარეობისას. დაჩქარებული იყო პროცესები, არ ხდებოდა მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევა. ასევე, პროცესის საჯაროობასაც ექმნებოდა საფრთხე, იმიტომ რომ ხმა არ ისმოდა და ძალიან რთული იყო, გაგვერჩია მათ შორის დაკავებულების სახელი და გვარიც კი დაჯავებულების, თუმცა, უკვე საღამოსკენ ვითარება შეიცვალა, როგორც მეუბნებიან და მე თავადაც ვესწრებოდი ამ პროცესებს, უკვე სასამართლო ძირითადად შენიშვნას უცხადებდა. ასევე, ძალიან ბევრი პროცესი გადაიდო" - განაცხადა სახალხო დამცველმა.
შსს-ს ცობით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სულ 305 ადამიანი დააკავეს. ნაწილი სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლეს, ნაწილს კი 2 კვირამდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. დღეს პროცესი ისევ გაგრძელდება.