22-06-2019
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის თავმჯდომარე, ალექსი პუშკოვი პუტინის განკარგულებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"თბილისში რუსეთიდან ტურისტული მარშრუტების შეჩერებით უკმაყოფილოები არიან. თავიანთი პრეტენზიები იმ თავიანთი თანამოქალაქეების მიმართ გამოხატონ, რომელთაც პარლამენტში შეჭრა სცადეს და ექსცესები მოაწყეს. ასევე პრეზიდენტის მიმართ, იმის ნაცვლად, რომ ყველა ჭუჭყი რუსეთს დააბრალონ. სხვათა შორის, რა ხდება რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის თაობაზე?,"- წერს პუშკოვი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ.
ასევე, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.
არსებული ინფორმაციით, ტურისტულ სააგენტოებს, საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.