გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას: დამშვიდდით, პანიკას ნუ თესავთ

23-06-2019

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი საფრთხეები შეუძლებელი არსებობდეს, ამიტომ დამშვიდდით, დაწყნარდით, პანიკას ნუ თესავთ - ასე ასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას. 

მისი თქმით, ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს. 

„მთელი პასუხისმგებლობით და გარანტირებულად შემიძლია ვუთხრა როგორც ნიკა გვარამიას, ისე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ეს ამბები, რომ მსგავსი თემები ბუნებაში არ არსებობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თავად ნიკა გვარამიას ფანტაზიის ნაყოფია, ან ერთი პროცენტი დავუშვათ, რომ ვიღაც აგიჟებს, აშაყირებს და ასეთ ინფორმაციას აწვდის, დანარჩენი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ფანტაზიის ნაყოფია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031