გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: გვარამია ადამიანების ემოციებით მანიპულირებას ცდილობს

23-06-2019

„ბატონი გვარამია ცდილობს ადამიანების ემოციებით მანიპულირებას, ხელისუფლების დამხობის სცენარი არ გამოუვიდათ და ეხლა უნდათ, რომ მაქსიმალურად ეს პროტესტი შენარჩუნდეს“ - აცხადებს უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.

მისი თქმით, გვარამიას განცხადება აბსურდი და სისულელეა.

"აბსურდია, საიდან მოიტანეთ ეს სისულელე. ეს არის ალბათ სცენარის ნაწილი, რათა არ მინელდეს ადამიანებში გარკვეული მუხტი. ბატონი გვარამია ამართლებს შეჭრას პარლამენტში? თქვენი პერსონალი აპირებს თუ არა რომ თავს დაესხას პარლამენტს და საქართველოს კანცელარიას? თქვენი ტელევიზია "რუსთავი - 2"  და თქვენი ოპერატორი? თუ არ აპირებთ, მაშინ არაფერი მოხდება, მარტივი ლოგიკა არის რომ საპროტესტო მუხტი შეინარჩუნოს მაქსიმალურად. ადამიანებს ადარდებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამის შედეგია ის, მკვეთრი ემოცია, რასაც ვხედავთ, ასევე ადარდებთ მედია თავისუფლება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ თემის კიდევ უფრო წამოწევა უნდა, რომ ეს მუხტი შენარჩუნდეს“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930