გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუს ტურისტებს აინტერესებთ როგორ დაიბრუნონ საქართველოს ტურებში გადახდილი თანხა

24-06-2019

საქართველო - რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურს 2 დღის განმავლობაში, 700-მა მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.


უწყების ცნობით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უწყებაში მუშაობს ცხელი ხაზი. ზარები ძირითადად თანხის კომპენსაციას ეხება. ოფიციალური პირების განმარტებით, მოქალაქეებს აინტერესებთ: როგორ და რა ფორმით დაუბრუნდებათ ის თანხა, რომელიც საქართველოში დაგეგმილი ტურისტული ტურებისთვის გადაიხადეს. უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზარები ძირითადად მოსკოვის, პეტერბურგის, ლენინგრადის, ეკატერინბურგის, ნოვოსიბირსკის ოლქებიდან შედის.


20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია და ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია. 20 ივნისს პარლამენტის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.


მომხდარის გამო თანამდებობა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ დატოვა. სადეპუტატო მანდატი დატოვა ასამბლეის ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა.


რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 300-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან 80 პოლიციელი იყო. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე მკურნალობს.


რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.





https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930