გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფეხბურთის ფედერაცია ქართული კლუბების ანტისაოკუპაციო აქციებს მხარს უჭერს

24-06-2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ანტისაოკუპაციო გამოსვლის გამო ეროვნული ლიგის მონაწილე არც ერთ გუნდს სანქცია არ ემუქრება. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა.


მუჯირის თქმით, ქართული კლუბების წინააღმდეგ არც UEFA-დან და არც FIFA-დან ფეხბურთის ფედერაციაში განცხადება არ შესულა.


"კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სოლიდარობის აქციას, რომელიც გასული კვირის განმავლობაში ქართულმა კლუბებმა გააკეთეს, ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს", - განაცხადა დავით მუჯირიმ.


რუსეთის დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა საქართველოს ჩემპიონატზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოჩენის გამო ქართველი ფეხბურთელების დასჯა UEFA-სგან მოითხოვა.


ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები ეროვნული ლიგის მე-19 ტურში "ბოლნისის სიონთან" გამართულ მატჩზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ. მაისურებზე საქართველოს დროშა და ინგლისურად გაკეთებული წარწერა იყო: "We are from Georgia and our country is occupied by Russia!" ("ჩვენ საქართველოდან ვართ და ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი რუსეთს აქვს ოკუპირებული!).


ამ ფორმით საფეხბურთო კლუბი საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ასეთივე ფორმით გააპროტესტა ოკუპაცია და ბოლო პერიოდის მოვლენები "თბილისის ლოკომოტივმა". საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა მატჩებზე გულშემატკივრებმა ანტისაოკუპაციო ბანერები და გზავნილები გამოფინეს.


20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციები და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოჰყვა.


მომხდარს აქტიურად გამოეხმაურნენ რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.





https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930