გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მიესალმება

24-06-2019

მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის დღევანდელ განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ, რომლებიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგი, კონსულტაცია და კომპრომისი აუცილებელია საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.
„ბოლო დღეების მოვლენებმა დაგვანახა, რომ დიალოგი, კონსულტაცია და კომპრომისი აუცილებელია საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის დღევანდელ განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ, რომლებიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

ეს შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს, შეიკრიბოს და შეთანხმდეს ისეთ სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიასა და პლურალიზმს განამტკიცებს. ველით, რომ დაიწყება ფართომასშტაბიანი საკონსულტაციო პროცესი და ყველა მხარეს მასში ჩართვისკენ მოვუწოდებთ.

მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, გვინდა ასევე ყურადღება გავამახვილოთ ეუთო-ს/ODIHR რეკომენდაციებზე და მათ დროულად და სრულად შესრულების მნიშვნელობაზე.
მივესალმებით მზადყოფნას, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები გამოძიებულ იქნას იმ მოწოდებების შესაბამისად, რომლებიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის და სხვათა მიერ იყო გამოთქმული. ველით, რომ ჩატარდება გამჭვირვალე და სწრაფი პროცესი სახალხო დამცველის მონაწილეობით.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დემონსტრაციები უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად და დაბეჯითებით ვთხოვთ ყველას, ყოველთვის იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში.

როგორც საქართველოს ერთგული მეგობრები და პარტნიორები, მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

კარლ ჰარცელის კომენტარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031