გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო

24-06-2019

პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო, თუმცა ეს დამოკიდებულია ჩვენი საზოგადოების არჩევანზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შეაფასა ინიციატივა, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების ნახვა ქართულ საზოგადოების დაკვეთაა.

„ბოლო არჩევნების შედეგებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. შესაბამისად, დღევანდელი გადასახედიდან 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების პროგნოზი არ იქნება რელევანტური, თუმცა იმის ალბათობა, რომ საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობა, ბუნებრივია, არსებობს. ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930