გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„rg.ru“(რუსეთი): სააკაშვილი პოლონეთში დეპორტაციით აშკარად კმაყოფილი ჩანდა, რადგან უარესს ელოდა

13-02-2018

„ორშაბათს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და ბოლოს მსოფლიოში ცნობილი, მაგრამ მოქალაქეობაჩამორთმეული მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით იქნა გაძევებული უკრაინის ტერიტორიიდან. იგი „ბარიგების“ წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში საწყის წერტილს დაუბრუნდა, მაგრამ უკვე კიევისადმი არამეგობრულად განწყობილ ვარშავაში“-ასე იწყება რუსული გამოცემის, «Российская газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:


მიხოსათვის პოლონური მარშრუტი კიევის ცენტრში მდებარე ქართულ რესტორან „სულგუნში“ დაიწყო: შენობასთან „ფოლკსვაგენის“ მარკის სამი მიკროავტობუსით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის „სპეცნაზის“ ჯგუფი მივარდა (არ აგერიოთ სახელმწიფო დაცვის სამსახურის „სპეცნაზში“, რომლებიც ამ რამდენიმე დღის წინათ უსუსურობა გამოიჩინეს!), შეიჭრა რესტორანში, დაცვა გაანეიტრალა, ექს-პრეზიდენტს ჭამა არ აცალა და იგი ყვირილ-ყვირილით გაიყვანა უკანა გასასვლელით.


გუშინ საღამოს მთელი უკრაინა მკითხაობდა: სად წაიყვანეს ქვეყნის პრეზიდენტის ყველაზე მწვავე ოპონენტი და საერთოდ, რას უზამდნენ მიხეილ სააკაშვილს. მისი მომხრეები სხვადასხვა ინფორმაციებს ავრცელებდნენ - მზადდებაო ან დეპორტაცია (გაძევება), ან საქართველოსადმი ექსტრადიციაო (გადაცემა).


საბოლოოდ, ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავის ჩარტერული რეისით მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში ჩაიყვანეს. მიხომ ჟურნალისტებს ბრძოლის გაგრძელების სურვილი აცნობა, თუმცა მკვეთრი მოქმედებების გარეშე: „ჩემი აზრით, ამ ყველაფერზე მშვიდი რეაქცია უნდა მოვახდინოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. რაც დღეს გააკეთეს, ეს ფაქტი მათ დამარცხებას ნიშნავს“, - განაცხადა მომღიმარე მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც აშკარად კმაყოფილი იყო პოლონეთში გაძევებით, რადგან უარესს ელოდა. ამასთან, მან თავის ჩვევას არ უღალატა: პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სულ „ბარიგას“ და „არაკაცს“ უძახდა.


ახლა, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ნიდერლანდებში გაემგზავრება, რომელიც მისი დეპორტაციის ერთ-ერთ პუნქტად განიხილებოდა: იქ ხომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ცოლი სანდრა და მისი ორი ვაჟი ცხოვრობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930